“სამწუხაროდ, არ სრულდება…” – ახლახანს გივიკო დიდია საგანგებო განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

ბლოგერი გივიკო დიდია წერს, რომ უცხო პირები მისი სახელით სოციალურ ქსელში ყალბ გვერდებს აკეთებენ. ბლოგერი საზოგადოებას მიმართავს, რომ არ მოტყუვდნენ და არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე.
„კიდევ ერთხელ ვწერ. საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მე და ჩემი ოჯახი არანაირ გათამაშებაში არ ვართ ჩართული. ვინც არ უნდა მოგწეროთ ჩემი სახელით, ძალიან გთხოვთ დაბლოკეთ და ლინკზე არ გადახვიდეთ, რადგან მაგით თქვენს პირად მონაცემებზე შეძლებს წვდომას და თავის პირად ანგარიშზე გადაიტანს თანხას. თითქმის ერთი წელია ვებრძვი ამ თემას. სამწუხაროდ, არ სრულდება. უამრავ ფეიქ გვერდს აკეთებენ. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ“, – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.