იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს

ორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა, რომ ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს.

„ლიბანში „ჰეზბოლაა“ წინააღმდეგ ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს უბიძგებს ფართომასშტაბური რეგიონული ომის უფსკრულისკენ“, - აღნიშნა ბეირუთში ვიზიტით მყოფმა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენ ვდგავართ კატასტროფისა და საშიში ესკალაციის წინაშე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს. ისრაელს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე, რეგიონში ესკალაციაზე“, - განაცხადა აიმან საფადიმ.