“ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება..” – ნახეთ თებერვლის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდი იხილეთ ვრცლად კომენტარში

“ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება..” – ნახეთ თებერვლის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდი იხილეთ ვრცლად კომენტარში

ამინდის განახლებულ პროგნოზზე „პრაიმტაიმთან“გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე საუბრობს.

„დღეს, 18 თებერვალს, უკვე დაიწყო ამინდის მკვეთრი გაუარესება. ცივი და ნოტიო მასები ვრცელდება. დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვლია მოსალოდნელი.

19 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ველოდებით ტემპერატურის კლებას, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგან მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპის სახით. საღამოს, უმეტეს ნაწილში იქნება თოვლი, ზოგან ძლიერი.  დღის საათებში ტემპერატურა +1 +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია, ნისლი და ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, ნალექის ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ თოვლიანი ამინდი 24 თებერვლამდე შენარჩუნდება“,- თქვა „პრაიმტაიმთან“ სვეტლანა ნიორაძემ. 

20 თებერვალს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თოვაა ნავარაუდევი. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც. ბაკურიანსა და გუდაურში ყინვა -8 -9 გრადუსს მიაღწევს.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +2 - მოღრუბლული

სოხუმი +4 - მოღრუბლული

ზუგდიდი +4 - მოღრუბლული

მესტია -4 - თოვლი 

ფოთი +5 - მოღრუბლული

ბათუმი +3 - თოვლი

ოზურგეთი +3 - თოვლი

ქუთაისი +2 - თოვლი

ამბროლაური 0 - თოვლი

ახალცხიხე -2 - თოვლი

ბორჯომი -5 - თოვლი

ბაკურიანი -8 - თოვლი

გორი 0 - თოვლი

ცხინვალი -3 - თოვლი

სტეფანწმინდა -5 - თოვლი

გუდაური -9 - თოვლი

თელავი +2 - თოვლი

რუსთავი +5 - მოღრუბლული

თბილისი +3 - მოღრუბლული