3 დრიბლინგი და 2 დარტყმა - ჩაკვეტაძე ნაკრებში გამარჯვებით მოდის

3 დრიბლინგი და 2 დარტყმა - ჩაკვეტაძე ნაკრებში გამარჯვებით მოდის

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-9 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა მიდლსბროს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ლეგიონერს გოლი ან საგოლე პასი არ ჰქონია, ის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-5 კომპენსირებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მას ორი დარტყმა ჰქონდა (1 ზუსტი, 1 დაუბლოკეს), ერთი მნიშვნელოვანი პასი, 58 შეხება და პასების სიზუსტე თითქმის 94%. მის ანგარიშზე 3 წარმატებული დრიბლინგია.

გიორგის ახალ სეზონში 8 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. უოტფორდი კი 16 ქულით ამ მომენტისთვის მე-6 პოზიციაზეა (ეს პრემიერლიგის პლეი ოფის ზონაა). 19 ოქტომბერს ჩაკვეტაძის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ ლუტონს ესტუმრება.