"შოკირებულები ვართ, საშინელი ტრაგედია დატრიალდა... უცებ მოხდა ყველაფერი. ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ ვიღაცამ მაღაზიაში ამბავი მოიტანა..."
ჩოხატარუში ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს გლოვობენ. ტრაგედია 1 ოქტომბერს დატრიალდა. 4 ახალგაზრდა უმძიმეს ავარიაში მოყვა, მათგან სამი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
გარდაცვლილები ჩოხატაურის რაიონის სოფლებიდან იყვნენ. დაღუპულებს შორის სამართალდამცველიც არის, გიორგი ხაჯიბეგოვი, რომელიც ჩოხატაურის სოფელ ვანზომლეთიდან იყო. ასევე გარდაცვლილია გოგა მეფარიშვილი. მას მეუღლე და შვილები დარჩა. ის სოფელ გორაში ცხოვრობდა. ხოლო მესამე გარდაცვლილი თომა ჟღენტია, სოფელ სამებადან.ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის ადგილიდან გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, სადაც სრულად განადგურებული ორი მანქანა ჩანს, შეჯახება ძალიან ძლიერი იყო.
ადგილობრივებს მომხდარიდან ორი დღის შემდეგაც საუბარი ძალიან უჭირთ. ამბობენ, რომ რაიონმა არაჩვეულებრივი ახალგაზრდები დაკარგა.
"საშინელი ტრაგედია დატრიალდა რაიონში. შოკირებული ვართ ყველა