"უდიდესი ტრაგედია, საშინელებაა..."ორი ულამაზესი შვილი დარჩა დედის გარეშე მესამეზე კი ორსულად იყო :( ნახეთ რა საოცარი ბავშვები არიან (ფოტო)

"უდიდესი ტრაგედია, საშინელებაა..."ორი ულამაზესი შვილი დარჩა დედის გარეშე მესამეზე კი ორსულად იყო :( ნახეთ რა საოცარი ბავშვები არიან (ფოტო)

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი 27 წლის სოფო დარსალია ემსხვერპლა. ის 4 თვის ორსული იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-შხეფის გზის მონაკვეთზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ორსული მართავდა, გზიდან გადავარდა. ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. სოფო დარსალიას 2 შვილი დარჩა.

დაღუპულ ქალს სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:

"უდიდესი ტრაგედია, როგორ ვწუხვარ?!

ძალიან მენანები სოფო, ძალიან.. ეს რა ჯოჯოხეთია ამ ქვეყანაზე...

ეს რა გავიგე, არ მჯერა, გული დამეწვა...

საშინელებაა რატომ? უთბილესი და უსაყვარლესი... უფალს ებარებოდე ანგელოზო. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, იცის როგორი გულის იყო სოფო. დიდი გულისტკივილია...

სოფო ეს რა უბედურება დაატრიალე... არ მჯერა... არ მინდა დავიჯერო... გავშრი, გული გამეგლიჯა... შენი ლამაზი ოჯახი როგორ იქნება უშენოდ. რატომ დაუშვი ღმერთო ეს ყველაფერი...

რა საშინელი ტრაგედიაა, ღმერთო ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. გისამძიმრებთ თამო, გამძლეობა ოჯახს და ახლობლებს.

ვაიმე სოფოო, ეგ როგორ დავიჯერო რომ აღარ ხარ. როგორ შეიძლებოდა შენნაირი ახალგაზრდა, სიცოცხლის მოყვარულ, მებრძოლ ადამიანს სიცოცხლე არ დასცალდეს... როგორ როგორ უნდა დავიტიოთ ამხელა ტკივილი ღმერთო, რამხელა უსამართლობაა, რატომ..." - წერენ სოციალურ ქსელში.