"ქართულ ოცნებას“ მოაქვს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირთან, ჩვენ მოგვაქვს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან და ევროკავშირის პასპორტი"

"ქართულ ოცნებას“ მოაქვს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირთან, ჩვენ მოგვაქვს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან და ევროკავშირის პასპორტი"

ქართველი ხალხი არასდროს მოიხდის ბოდიშს, ჩვენ ბოდიში არავისთან არ გვაქვს მოსახდელი. ბოდიში აქეთ უნდა მოგვიხადონ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერი და ერთიანი იყოს, - ამის შესახებ “ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, “ ქართული ოცნება” ორიენტირებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზე.

„ქართულ ოცნებას” მოაქვს იზოლაცია, ისევე, როგორც მათი პარტიაა ახლა იზოლაციაში. ჩვენ მოგვაქვს ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია. „ქართულ ოცნებას” მოაქვს გაჭირვება, სიღარიბე, კორუფცია, ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა, სიმდიდრე, განვითარება, ბედნიერება ევროკავშირში.

„ქართულ ოცნებას” მოაქვს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირთან, ჩვენ მოგვაქვს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან და ევროკავშირის პასპორტი. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის.

„ქართულ ოცნებას” მოაქვს კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია. ჩვენ მოგვაქვს კორუფციისგან უსაფრთხო და რაც მთავარია ნარკომანიისგან თავისუფალი ქვეყანა. „ქართულ ოცნებას” მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვა მოაქვს. ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა მოგვაქვს. ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი და რაც მთავარია ეს ქვეყანა იქნება განვითარებული და ერთიანი.

ქართველი ხალხი არასდროს არ მოიხდის ბოდიშს, ჩვენ ბოდიში არავისთან არ გვაქვს მოსახდელი. ბოდიში აქეთ უნდა მოგვიხადონ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერი და ერთიანი იყოს, ამას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.