"UFC- ის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბე­ლი სუ­პერმ­სუ­ბუქ წო­ნა­ში, ბუ­ნე­ბი­თაც ჩემ­პი­ო­ნი ყო­ფი­ლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ბერი ან­დრი­ას ფონდი"?

"UFC- ის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბე­ლი სუ­პერმ­სუ­ბუქ წო­ნა­ში, ბუ­ნე­ბი­თაც ჩემ­პი­ო­ნი ყო­ფი­ლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ბერი ან­დრი­ას ფონდი"?

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი "ბერი ან­დრი­ას ფონდს" ეს­ტუმ­რა. რო­გორც ფონ­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშნული, მე­რაბ­მა მათ სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა.

"ფონ­დის დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა სტუმ­რო­ბამ ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა!

UFC- ის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბე­ლი სუ­პერმ­სუ­ბუქ წო­ნა­ში, ბუ­ნე­ბი­თაც ჩემ­პი­ო­ნი ყო­ფი­ლა - დრო უშურ­ვე­ლად დაგ­ვით­მო - შეგ­ვა­ქო, მოგ­ვე­სიყ­ვა­რუ­ლა, დაგ­ვა­სა­ჩუქ­რა, ჩვე­ნი ფონ­დის შვი­ლო­ბი­ლე­ბის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბა სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით იტ­ვირ­თა და ამ სა­პა­ტიო მო­ვა­ლე­ო­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბა აღგ­ვით­ქვა!

უფ­ლის წყა­ლო­ბით, ულე­ვი გა­მარ­ჯვე­ბა შენ, ჩვე­ნო ჩემ­პი­ო­ნო მე­რაბ!" - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.