„გვახსოვს, თბილისში რაც მოხდა... საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ...“ - ჩეხეთის ნაკრების ექსფეხბურთელი
დღეს, ჩეხეთი საქართველოს მატჩი ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს. თუ მატჩი ფრედ დასრულდება, პირველი ადგილის დაკავების შანსი ალბანეთს მიეცემა.
დღევანდელი შეხვედრის შესახებ ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა. ამჯერად, ლისაბონის „სპორტინგისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პაველ ჰორვატი საუბრობს და ამბობს, რომ მისი გუნდი 3:0-ს მოიგებს.
„ყველაფერი ჩვენს ხელთაა. გუნდი კარგი მოტივაციით არის, მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრა არ მოგვიგია, ცუდი მატჩი მაინც არ ჩაგვიტარებია. ერთი დღით მეტი, რომ დაგვესვენა აჯობებდა, მაგრამ ორივე გუნდი თანაბარ პირობებშია. მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი ქომაგის წინაშე წარმატებას მივაღწევთ. ეს მატჩი ფინალის ტოლფასია.
გვახსოვს, თბილისში რაც მოხდა, იქ ჩვენთვის სასიკეთოდ მოვლენები არ წარმართულა. მიუხედავად იმისა, რომ სოუჩეკი არ გვეყოლება, ეს პრობლემებს არ შეგვიქმნის. ამ პოზიციაზე თამაში კრალსა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია. დღევანდელ შეხვედრაში ჩემთვის ბევრი კითხვის ნიშანი არ არის. ჩვენი ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია, გულშემატკივრის მხარდაჭერაც გვექნება. ჩემი პროგნოზია, რომ 3:0-ს მოვიგებთ“. - ციტირებს ჰორვატის სიტყვებს irozhlas-ი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:45-ზე დაიწყება. გამარჯვებული A დივიზიონში აღზევდება და გარდა ამისა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის შანსის მიღებას დაელოდება, რომელიც 1 წლის მერე გახდება ცნობილი, როცა ჩვეულებრივი შესარჩევის მატჩები დასრულდება, რომელიც 2025 წლის მარტში უნდა დაიწყოს.