ეს წარმოუდგენელია აუწიეთ გამათბობლებს , პირველ და ორ მარტს საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ნახეთ სად ელოდებიან -15 გრადუს

პირველ და ორ მარტს საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5-დან -10 გრადუსამდეა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა -7, -12 გრადუსამდე დაეცემა. ქვეყნის მთიან რაიონებში კი -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსი იქნება. პარალელურად, რთული მეტეოროლოგიური პირობები ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოს გზებზე. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს