„ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაკრძალვა იყო, რის გამოც, გუშინ საკუთარი პოზიცია ვერ დავაფიქსირე...“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

„ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაკრძალვა იყო, რის გამოც, გუშინ საკუთარი პოზიცია ვერ დავაფიქსირე...“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაკრძალვა იყო, რის გამოც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ დავაფიქსირე, ამიტომ დღეს დავწერ ჩემს სათქმელს - სააკაშვილის რეჟიმის დროს პირველი რამაც ჩემში უსამართლობის განცდა გამოიწვია ეს იყო ძალადობა ადამიანებზე ქუჩაში, ციხეში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და პოლიციური სახელმწიფოს შექმნამ.ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას, როგორც აქციის მონაწილეზე ასევე პოლიციელზე რომელიც ჩვენს სახელმწიფოში წესრიგს იცავს.

(ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე, რომ დაემუქროს ეს პოლიციელები წინა ხაზზე დადგებიან და ქვეყნისთვის, ყველაზე ძვირფას, საკუთარ სიცოცხლეს დათმობენ) ჩემი სრული მხარდაჭერა სამართალდამცავ ორგანოებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ შეხლა შემოხლაში მოჰყვნენ.არ გამოვაქვეყნებ მაგრამ პირობას გაძლევთ სათითაოდ ჩაგხედავთ თვალებში ვინც ამ მძიმე დროს ისარგებლეთ ჩემი მდგომარეობით და მლანძღეთ, თითოეული ადამიანის მონაცემი შევინახე, არა შურისძიებისთვის, არამედ თქვენი ლუსტრაციისთვის და მორალური ფსკერის ჩვენებისთვის. გაოცებული ვარ რა სიტყვებს იყენებენ ეს პატარა გოგო/ბიჭები, საოცარი სად გაიზარდნენ?!  ვთქვათ და არ ვფიქრობ ისე როგორც შენ ფიქრობ ეს არის დემოკრატია და ევროპა რასაც იწერებით? ეს არის დემოკრატი,თქვენი გაგებით?! არ ვიზიარებ შენს პოზიციას და მაქვს ჩემი შეხედულება ასეთი სიტყვებით რომ მეტყველებ არ გრცხვენია?! აქვე მცირე ლირიკული გადახვევა, დოქსოპულო შენ დედა გყავს?...რაც შეეხება ჩემს პოზიციას ბევრმა მომნიშნა “იმედის” ეთერში გაკეთებულ ძველ განცხადებაზე რომ ქვეყნის კურსის შეცვლის შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი.მინდა ხმამაღლა განვაცხადო, ჩემს გუნდს და ხელისუფლებას კურსი არ შეუცვლია და თუ ვინმეს წაკითხულის ან მოსმენილის შინაარსის გაგების უნარი არ გააჩნია მისი პრობლემაა. ნათლად განაცხადა პრემიერმა “დასავლეთის მზაობის შემთხვევაში მზად არის, დღესვე მოაწეროს ხელი მოლაპარაკების გახსნას ევრო სტრუქტურებთან” მეტს არაფერს დავწერ! პ.ს. კიდევ ერთხელ დავწერ ყოველთვის ჩემი სახელმწიფოს და ეკლესიის გვერდში ვიქნები, არასდროს დავუჭერ მხარს რევოლუციას და ქვეყნის განადგურებას, ყოველთვის ვიმოქმედებ ისე, როგორც ამას შინაგანი მორალი მიკარნახებს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - წერს ხაჩიძე.