კესარია აბრამიძის მკველობაში ბრალდებული ბექა ჯაიანს სასამართლომ, ნახეთ რა განაჩენი გამოუატანა მას ...
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი 7 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალდებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს პროცესს კესარია აბრამიძის ოჯახი დაესწრება.
“აუცილებლად, ვიქნები სასამართლო პროცესზე! მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს. იმედი გვაქვს მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს დუმილს დაარღვევს, მკვლელობას აღიარებს და მოჰყვება დეტალურად ყველაფერს”, – განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.
37 წლის მსახიობი და მოდელი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული ნახეს.
მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
26 წლის ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “თ“ და “მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.