სკანდალი ანრი ჯოხაძეზე,ეს არავინ იცოდა, მთელი ქვეყანა შოკშია ანრიმ სკანდალური განცხადება გააკეთა – “ჩემი ძმა…”
მომღერალი ანრი ჯოხაძე ტელეიმედზე ნოე სულაბერიძესთან იყო გადაცემაში და საკუთარ ძმაზე ისაუბრა:“მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის გააშვილეს. იმ წლებში ძალიან ბევრი ფაქტი მომხდარა ბავშვების მოპარვის და გაშვილების. ბოლო დროს ხალხი ამაზე ღიად ალაპარაკდა… ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა თუ როგორ დამეწყო გამოძიება”, – ამბობს ანრი.
ანრიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მისი ამღერება მამის დაპატიმრებას უკავშირდებოდა. “ჩემი ამღერება უკავშირდება მამის პატიმრობას… როდესაც მამა დაიჭირეს – დედამ პირობა მისცა: “შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ სანამ პირადად გავიცნობდით…”