იქროლებს ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი-სინოპტიკოსები საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
“17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.