“აორტა ჰქონდა გაგლეჯილი, აივანზე გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად და..” – რა ვითარებაში დაიღუპა ბუკა პეტრიაშვილის ვაჟი
ტრაგედია დატრიალდა ყოფილი მინისტრის, “დროას“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში. მისი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედია წუხელ მოხდა.
“გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო, შოსტია შოთია!” – დაწერა პეტრიაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში.
ალექსი პეტრიაშვილს სამი შვილი ჰყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
შოთიკო ბოლო დროს მამასთან ერთად აქციების დროს ჩნდებოდა. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი გვიან ღამით, სოლოლაკში საკუთარი სახლის აივანზე გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად და მესამე სართულიდან გადმოვარდა (აივანს დაბალი მოაჯირი აქვს).
მას აორტა ჰქონდა გაგლეჯილი. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. შოთიკო ახლახან შესრულდა 18 წლის. მისი ახლობელ-ნათესავები ახალგაზრდას ძალიან დადებითად ახასიათებენ და სიყვარულით მოიხსენიებენ.
ყოფილი მინისტრის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უამრავი ადამიანი ეხმაურება. წერენ, რომ შოთიკო პეტრიაშვილის სახით ქვეყანამ, გამორჩეული ახალგაზრდა დაკარგა.
“აქ სიტყვა უძლურია, გამორჩეული ქართველი და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი დავკარგეთ – შოთიკო სრულად გამანადგურე….
“მუდამ მემახსოვრება პატარა ბიჭის ღიმილიანი სახე, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს ასხივებდა და ეს პატარა ბიჭი იყო შოთიკო პეტრიაშვილი…”
“გული გამიჩერდა, ეს რა ტრაგედია დატრიალდა, კიდევ ერთი უმაგრესი ბიჭი დაკარგა მშობლებმა, მეგობრებმა და ქვეყანამ. რა უნდა უთხრა მშობლებს, რომ არ იცი”.
ambebi.ge