გაირკვა ახალი დეტალები რა გახდა 12 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გუდაურში , ცნობილი გახდა მათი ვინაობა

გაირკვა ახალი დეტალები რა გახდა 12 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გუდაურში , ცნობილი გახდა მათი ვინაობა

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში პო­ლი­ცი­ამ 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან 11 – უცხო ქვეყ­ნის, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეს ახა­ლი გუ­და­უ­რის ასას­ვლელ­თან მარ­სა­გიშ­ვი­ლე­ბის კერ­ძო სახ­ლი ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, სა­დაც პირ­ველ სარ­თულ­ზე იყო ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი “ჰა­ვე­ლი”, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი – რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი, სა­დაც ღა­მით ეძი­ნათ. სწო­რედ მე­ო­რე სარ­თულ­ზე დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია.

“კერ­ძო სახ­ლია, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის მარ­სა­გიშ­ვი­ლებს, მათ მთლი­ა­ნად ჰქონ­დათ გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. პირ­ველ სარ­თულ­ზე იყო ეს რეს­ტო­რა­ნი და მე­ო­რე­ზე – სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი. წუ­ხელ სა­ში­ნე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და სი­ცი­ვე იყო, ამი­ტომ გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია გუ­და­ურ­ში. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ გე­ნე­რა­ტო­რი შიდა სივ­რცე­ში შე­ი­ტა­ნეს და მთე­ლი ღამე ამუ­შა­ვეს. სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­მო­ნა­ბოლ­ქვით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, ვერც ერ­თმა ვერ შეძ­ლო გა­რეთ გას­ვლა.

დი­ლით, ჩვე­უ­ლებ­რივ, პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მი­ვი­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლია – ფარ­თი ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ამუ­შა­ვებ­და, არც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ არ დახ­ვდა რეს­ტო­რან­ში, ეტყო­ბა, მო­ი­კი­თხა ისი­ნი, ავი­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც მათ ეძი­ნათ და იქ მი­სულს ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა. ორი ახალ­გაზ­რდა კარ­თან იყო გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი თა­ვი­ანთ სა­ძი­ნე­ბელ ოთა­ხებ­ში ნა­ხეს.