დღეს 13 დეკემბერს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი, გაფრთხილება ცაგარელისგან, ნახეთ ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ
ახალმთვარეობის მძიმე ენერგიების დღეა. მზის და მთვარის დაპირისპირება მშვილდოსნის ნიშანში ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, სულსწრაფობის, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების, ჯანმრთელობის დამძიმების, აგრესიისა და დეპრესიის ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები, მართალია, ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ მაინც არ ღირს პროვოკაციას აყოლა და გაღიზიანება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფულის სესხება და ვალად აღება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, იურიდიული და სასამართლო საკითხების განხილვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ხორცის კერძების, ალკოჰოლური სასმლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, ბორდო და იისფერი, ასევე ფირუზი, ნეფრიტი, აკვამარინი, ამეთვისტო, სერდოლიკი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.