რა ხდება ცნობილი მკვლელზე, რომელმაც 30 წლის ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტა და მეტროში ლიანდაგებზე ჩააგდო და რა სავარაუდო ვერსია სახელდება

რა ხდება ცნობილი მკვლელზე, რომელმაც 30 წლის ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტა და მეტროში ლიანდაგებზე ჩააგდო და რა სავარაუდო ვერსია სახელდება

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. მეტ­რო­სად­გურ “სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

მეტ­რო­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლია. ის კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხან­და­კი­დან იყო. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, თბი­ლის­ში დრო­დად­რო სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­დი­ო­და.

“ლაშა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. სიზ­მარ­ში გვგო­ნია ყვე­ლას თავი, ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას სამ­წუ­ხა­როდ. უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ძნე­ლია სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე რა ხდე­ბა მის ოჯახ­ში, მის სა­ნა­თე­სა­ო­ში. ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს რა­ტომ, რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი.

იმე­დია, გა­ვარ­კვევთ, რა­ტომ მოხ­და ეს გვა­ინ­ტე­რე­სებს და ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ეტაპ­ზე სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ჩვენ რაც ვი­ცით, არ იც­ნობ­და ის დამ­ნა­შა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ამბობს თურ­მე, არ ვიც­ნობ­დიო. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, რა და რო­გორ მოხ­და. ფი­ზი­კუ­რა­დაც არ ვი­ცით ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი. მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა, ჯერ ცხე­და­რიც არ მოგ­ვის­ვე­ნე­ბია სახ­ლში. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით” – ამ­ბობს მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლი ლა­შას ბი­ძაშ­ვი­ლი.

დამნაშავის სახელ-გვარს ჯერ არ ვასაჯროებთ, თუმცა გეტყვით მთავარს: სავარაუდოა, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან ფაქტის თვითმხილველების თქმით, მას არაადეკვატური ქცევები ჰქონდა და იმასაც ამბობენ, იცინოდაო.