9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები ნახეთ პირველ კომენტარში
ვერძი
იყავით ფხიზლად და ნუ დაიჯერებთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კომპლიმენტებს, არის მოტყუების ალბათობა. ოჯახში შესაძლოა, მოულოდნელმა პრობლემებმა იჩინოს თავი.
კურო
ნუ აჰყვებით ილუზიებს, ნუ მოახდენთ სიტუაციის დრამატიზებას, ახლა ყოველმხრივ ეცადეთ ახლობლებთან და კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებას.
ტყუპები
თქვენი იდეები და ჩანაფიქრი რეალობად იქცევა და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა სოლიდურ მოგებას მოგიტანთ, ზოგადად, პოზიტიური პერიოდი გეწყებათ.
კირჩხიბი
დიდი ალბათობით, თქვენი უნარები და ქმედება სათანადო ყურადღებით დაფასდება, ელოდეთ სასიკეთო სიახლეებს, როგორც კარიერულ, ასევე, პირად საკითხებში.
ლომი
სასურველია, შეისწავლოთ რაიმე უჩვეულო, ახალი და არაორდინარული, რაც ხელს შეუწყობს თქვენს სწრაფ კარიერულ წინსვლას. ახლობლებისგან ელოდეთ სიურპრიზებს.
ქალწული
შესაძლოა, ახალი საქმე დაიწყოთ, ან სულაც სამსახური შეიცვალოთ და იპოვოთ სწორედ ის სფერო, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.
სასწორი
იყავით უფრო თავდაჭერილი და არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს, ახლო მეგობარი დაგეხმარებათ ფინანსური საკითხების მოგვარებაში, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ მიზანს.
მორიელი
ნუ იქნები საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და მოუსმინეთ სხვების აზრსა და რჩევებს, თუ რჩევას გაითვალისწინებთ, გააუმჯობესებთ ურთიერთობებს და მოიპოვებთ ახალ საჭირო კავშირებს.
მშვილდოსანი
სიახლეებით დახუნძლული დღეა. ელოდეთ ახალ საქმიან წინადადებას, რომელიც ფართოდ გაგიღებთ კარს ახალი შესაძლებლობებისკენ და სასიკეთოდ აისახება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე.
თხის რქა
მოერიდეთ კონფლიქტებსა და დაპირისპირებებს, იყავით ურთიერთობებში ისეთივე ბუნებრივი, როგორიც რეალურად ხართ, მოიშორეთ ეჭვები, დაასრულეთ მომაბეზრებელი საქმეები და თამამად აიღეთ დამატებითი სამუშაო.
მერწყული
მნიშნელოვანი მოლაპარაკებები და შეხვედრები წარმატებას მოგიტანთ, ხელშეკრულებების დადება დღეს სასიკეთო იქნება, მაგრამ გულმოდგინედ გადაამოწმეთ ყოველი მცირე დეტალი, რადგან უზუსტობის და შეცდომის დაშვების ალბათობა დიდია.
თევზები
მოიძიეთ ახალი საქმიანი პარტნიორები და შეეცადეთ, კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები, ჯანსაღი აზროვნებითა და თავდაჯერებულობით, კარგ შთაბეჭდილებებს მოახდენთ.