"საწყალი დედაშენი, შვილო, რა გული აიტანს ამას..."- 17 წლის ლუკა საშინელ ვითარებაში დაიღუპა
ავარიის შედეგად დაღუპულ 17 წლის ლუკას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები და ახლობლები ემშვიდოდებიან:
“ჩემო განსაკუთრებულო, უთბილესო, საოცარო ბიჭო… როგორ მიყვარხარ ლუკაჩო” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს ხარების საჯარო სკოლაც:
“კიდევ ერთი ტკივილიანი დღე გაუთენდა ხარების საჯარო სკოლას.
დავკარგეთ ჩვენი მომღიმარი, ჩვენი შავთვალება ლუკა .
ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მშვიდად განისვენე ლუკა” – ვკითხულობთ განცხადებაში.