ძალიან ფრთხილად იყავით ძლიერი თოვა და დაბალი ტემპერატურა - რა ხდება გზებზე და სად არის შეზღუდული საავტომობილო მოძრაობა? ნახეთ ვრცლად პირველ კომენტარში ….

ძალიან ფრთხილად იყავით ძლიერი თოვა და დაბალი ტემპერატურა - რა ხდება გზებზე და სად არის შეზღუდული საავტომობილო მოძრაობა? ნახეთ ვრცლად პირველ კომენტარში ….

სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თოვ­ლი მო­ვი­და, რის გა­მოც ზო­გი­ერთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ40-კმ120 (აღა­ი­ა­ნი-ხა­შუ­რის კვან­ძი) მო­ნაკ­ვეთ­ზე დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ასე­ვე, თო­ვი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის კოდა–ფარ­ცხი­სი–მან­გლი­სი–წალ­კა-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გარ­და ამი­სა, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სამ­ტრე­დია-ლან­ჩხუ­თი-გრი­გო­ლე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე და სე­ნა­კი-ფოთი(ასაქ­ცე­ვი)-სარ­ფის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ48-კმ119 (გრი­გო­ლე­თი-სარ­ფი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.