ბორელი: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულმა შემზარავმა ტერაქტმა გავლენა მოახდინა რეგიონზე, ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოზე
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულმა შემზარავმა ტერაქტმა გავლენა მოახდინა რეგიონზე, ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოზე.
ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ ჰამასმა“ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, ხოლო ისრაელელი ხალხი ვერ შეხედავს მომავალს თავდაჯერებულად, სანამ არ დარწმუნდება, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება.
„სამხედრო გადაწყვეტილება არ მოუტანს მომავალს ისრაელისა და პალესტინის ხალხს. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოუტანს [მათ] მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ფრონტზე ერთადერთი გზაა მძევლების გათავისუფლებისა და ამ უკიდურესად საშიში სიტუაციის დეესკალაციისთვის.