სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს – რამდენი ლარით შეგიმცირდებათ სესხზე ყოველთვიური შენატანი?

სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს – რამდენი ლარით შეგიმცირდებათ სესხზე ყოველთვიური შენატანი?

184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება – ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.
„საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი.184,391 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.4 მლრდ. ლარის (43%).